“ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!” -„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ანგარიშები დაუყადაღეს 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. როგორც მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ქმედება, მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება.

“პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით, მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედების განხორციელება ანაკლიის “პორტის” გაჩერებასაც უკავშირდება. 

მსგავსი თემები