„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მოსალოდნელია – ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს“ – ფიდანი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის შეხვედრა მოსალოდნელია, რადგან „ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს“.

როგორც ფიდანი აღნიშნავს, მოლაპარაკებების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი ეტაპი მოსალოდნელია, რადგან ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს. არსებული პირობებისა და ომის შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, ეს იყო საუკეთესო შესაძლო შეხვედრა. მთავარია, არ დავტოვოთ მოლაპარაკების მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისადმი ერთგულება. ეს არის ჩვენი რჩევა მხარეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მაგიდა თურქეთში თუ სხვაგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარეები ერთად შეიკრიბონ და განაგრძონ მოლაპარაკებები“, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი თემები