ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. სალიამ ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება.
როგორც სალიამ აღნიშნა, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.