29 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უფლება მისცა, გაზრდილი ტარიფები შემოიღოს, როგორც დროებითი ზომა.
შტატების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების გაგრძელება შეუძლია, სანამ მისი ადმინისტრაცია გაასაჩივრებს ბრძანებას, რომელიც ტარიფების უმეტეს ნაწილს ბლოკავს.
სააპელაციო სასამართლოში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგებო შუამდგომლობა დააყენა და ეს შემდეგნაირად ახსნა: ტარიფების შეჩერება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულია“. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა გაითვალისწინა და დააკმაყოფილა.
დღევანდელი მოცემულობით, ფედერალური სავაჭრო სასამართლოს მიერ წინა დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება დროებით შეჩერებულია.
2025 წლის 2 აპრილს დონალდ ტრამპმა ტარიფები გაუზარდა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობას. ჩამონათვალში 100-ზე მეტი ქვეყანა მოექცა, მათ შორის საქართველო, მინიმალური ტარიფით. გარკვეული პროცედურების, პროტესტის, განცხადებების და ანალოგიური ტარიფების ამოქმედების მიზეზით, ტრამპმა ტარიფების 90-დღიანი შეჩერება და ძალაში დარჩა სტანდარტული 10%-იანი გადასახადი.