რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მანამდე, გუშინ, რუსმა სამხედროებმა 7 ქართველი დააკავეს, რომლებიც ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.