“სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებას.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, – წერს თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზთან, რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.