თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის და მოსახლეობისთვის მისი მიღება უსაფრთხოა.
„წყალი, რომელიც დედაქალაქს მიეწოდება, უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიებში არაერთ ფილტრაციას გადის. ეს ლაბორატორიები მე და ჩემს კოლეგებს პირადად გვინახავს და ვიცით, თუ როგორი მაღალი ტექნოლოგიებით მოწმდება წყლის ხარისხი. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, იქ გარკვეული პრობლემები შესაძლოა იყოს, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაიჭრება,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში, რადგან სასმელი წყლის ხარისხზე საუბარი ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო თემაა.