კონგრესმენი, ჯო უილსონი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. როგორც კონგრესმენი წერს, “რეჟიმმა” უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა.
“ანტიამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. მასიური ესკალაცია შემდგომი ნაბიჯია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემისთვის,” – წერს უილსონი.