ლიეტუვაში გერმანელი სამხედროების განთავსება დაიწყო

ლიეტუვაში დაიწყო გერმანიის 45-ე ჯავშნოსანი ბრიგადის განთავსება. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვილნიუსში გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, ლიეტუელებს შეუძლიათ გერმანიას ენდონ.

„ძვირფასო ლიეტუველებო, შეგიძლიათ გვენდოთ, შეგიძლიათ ენდოთ გერმანიას“. ეს არის გერმანელი სამხედროების პირველი მუდმივი განთავსება ლიეტუვაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”- აღნიშნა მან.

მერცის განცხადებით, „რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ რევიზიონიზმი ემუქრება ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ევროპასა და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომაც, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გააძლიერონ ნატოს აღმოსავლეთის ფლანგი. შესაბამისად, ჩვენ ლიეტუვაში განვათავსებთ მთელ ბრიგადას“.

მსგავსი თემები