აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
ლევიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტრამპი გეგმავს 15-17 ივნისს დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-ის დასწრებას სამიტზე. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის „დიდი შვიდეულიდან“ გაძევება „ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო“, თუმცა მიიჩნევს, რომ „ახლა კარგი დრო არ არის“ მის დასაბრუნებლად.