„ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას“ – ლავროვი

„სომხეთი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარი“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, მოექცევა თუ არა რუსეთი სომხეთს ისე, როგორც უკრაინას მოექცა, ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ასე უპასუხა:

„ვერ ვხედავ სომხეთის უკრაინიზაციის საჭიროებას. სომხეთი არ კრძალავს რუსულ ენას და რუსულ კულტურას, არ უზღუდავენ საშუალებას რუსებსა და მათ, ვისაც რუსულად საუბარი სურთ“.

მსგავსი თემები