უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად, შეხვედრა გამართა.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ოფიციალური კიევი შეისწავლის ადამიანთა სიას, რომელიც რუსული მხარისგან მიიღეს.
„ჩავატარე შეხვედრა ტყვეების გაცვლის მოსამზადებლად. შეთანხმება, რუსული ტყვეობიდან ჩვენი 1 000 ადამიანის გათავისუფლებაზე, თურქეთში გამართული შეხვედრების, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური შედეგია. ვმუშაობთ ამ შედეგის მისაღწევად. ვაზუსტებთ დეტალებს ყოველ ადამიანზე, რომელიც სიაში რუსეთის მხარის მიერაა წარმოდგენილი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.