უშბაზე ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

უშბაზე ექსპედიციის დროს, ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუქ-გვერდი“ Adrenaline ავრცელებს.

გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.

ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას. ნიკოლოზის ძალა, სიმამაცე და სიყვარული მთების მიმართ მუდამ დარჩება ჩვენთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები