ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

Delfi-ის ცნობით, ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება გუშინ, 21 მაისს მიიღო.

ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მიღებული გადაწყვეტილება 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს.

აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.

მსგავსი თემები