ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა.
ტრამპმა მომხდარს „საზარელი მკვლელობა“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს.