ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 3 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის სახიფათო ზონაში 50 000 ადამიანი იმყოფება.
წყალდიდობის გამო, დახურულია სკოლები, ათასობით ადგილობრივს კი, ელექტროენერგია არ მიეწოდება.