აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცახდა, რომ უკრაინისთვის Patriot სისტემები აშშ-ს არ აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებთან მათ მიწოდებაზე თანამშრომლობენ.
სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ერთკვირიანი პაუზის გარდა აშშ-ს უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდებები არ შეუწყვეტია. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტები სხვა საკითხია, რომელიც მისი გადასაწყვეტი არ არის.
„თეთრმა სახლმა უნდა გადაწყვიტოს კონგრესისთვის მიმართვა ახალ დახმარებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც კონგრესის მიერ დამტკიცებულია – მიეწოდებათ“- განაცხადა რუბიომ.
საჰაერო თავდაცვის Patriot სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: „ისინი, სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან“.