კახეთში შუახნის კაცი მოზარდი შვილის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. არსებული ცნობით, მამაკაცი 14 წლის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს.