თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი დააკავეს

თურქეთის საზღვარზე მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი დააკავეს. „მედიაცენტრ მთავარს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ დაკავებულია სოფელ მუხურის გამგებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელი საქართველო-თურქეთის საზღვარზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, როგორც წყარო გვიყვება, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ბაკურ ქომეთიანის დაკავება დასტურდება, თუმცა, ნარკოტიკები მას არ ეკუთვნის.

„ქომეთიანი მოდიოდა უცხოეთიდან, მოჰყავდა მანქანა. ავტომანქანა ბორანით გამოგზავნა საქართველოში, თავად კი ნავსადგურიდან დაემგზავრა ზუგდიდელ მძღოლს, რომელიც საქართველოში მოდიოდა. საქართველო-თურქეთის საზღვართან შემოწმებისას, აღნიშნულ მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინეს. დაკავებულია ორივე ადამიანი“, – გვიყვება წყარო.

მსგავსი თემები