გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა

ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე, მე-9 სკოლის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამშენებლო მასალის ფრაგმენტები „გლოვოს“ კურიერს დაეცა.

კურიერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები