„რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“ – ზახაროვა სანქციებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს ეხმაურება.

ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობის მიღწევა დასავლეთევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ“.

„მოლაპარაკებების შემდეგ ზელენსკიმ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – აცხადებს ზახაროვა.

მსგავსი თემები