„ვფიქრობთ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება“ – ხამენეი

ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის არ სჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

ხამენეიმ ირანის ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „აღმაშფოთებელი“ უწოდა აშშ-ს მიერ ოფიციალური თეირანის მიმართ მოწოდებებს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა სრულად შეაჩეროს.

„არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება.

არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება“, – აცხადებს ხამენეი.

მსგავსი თემები