დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციების სამიზნეს რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკული, ფინანსური სექტორები და ის პირები წარმოადგენენ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობენ.

ამავე განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთი პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს „ნავთობის ფასების ლიმიტის გამკაცრებაზე, რაც პუტინის ომის მანქანისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს კიდევ უფრო შეზღუდავს“.

მსგავსი თემები