„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები უნდა გამკაცრდეს.
„სანამ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებს და არ დაამტკიცებს, რომ მზადაა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ცაჰკნამ.