უნგრეთის პარლამენტმა ICC-დან გასვლის კანონპროექტი მიიღო

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) ქვეყნის გამოყვანის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ICC-დან გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი 134-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მოწინააღმდეგე 37 იყო.

პროცესს, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.

მსგავსი თემები