ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო.

როგორც კალასი X-ზე წერს, სანქციების სამიზნე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტია.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული ჩრდილოვანი ფლოტის, დაახლოებით, 200 ხომალდი.  ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი“, – წერს კალასი.

მსგავსი თემები