„დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს“ – გორში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა დედა და 2 მცირეწლოვანი ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.

მსგავსი თემები