„ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს“ – ზელენსკი

„რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით, დროის მოგებას ცდილობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის განცხადებით, ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.

„მაგიდაზე მკაფიო და რეალისტური წინადადებები უნდა იყოს. უკრაინა მზადაა მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის და თუ რუსეთი არარეალური პირობების წამოყენებასა და პროგრესისთვის ხელისშეშლას გააგრძელებს, მაშინ ამას მძიმე შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მსგავსი თემები