იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში, ძარცვისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც 43 წლისაა, მაღაზიიდან ქურდობისა და გაქცევის მცდელობისას, თანამშრომლების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ დააკავეს.
დაკავებულ ქართველს თან ცივი იარაღიც აღმოაჩნდა.