პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ოპოლეში, მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებმა მაღაზიიდან 6 800 ზლოტის (1 600 ევრო) ღირებულების ტექნიკა, სამკაულები და საკვები მოიპარეს.

მათივე ინფორმაციით, ორივე დაკავებულს 10 წლის ვადით შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალა.

მსგავსი თემები