„ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ – „საქართველოს რკინიგზა“

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ლანჩხუთის სადგურში ცეცხლი არ გასჩენია.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მატარებელი სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა.

პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები