ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება შეუჩერდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გრანტების გაცემის შეწყვეტის მიზეზი უნივერსიტეტის კამპუსებში გამოვლენილი „ანტისემიტური შევიწროება და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებია“.

„იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები