სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 2 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას 86 000-ზე მეტი მცხოვრები ექვემდებარება.

მსგავსი თემები