„მოსკოვსა და კიევს მემორანდუმზე რთული კონტაქტები ელით – ეშმაკი დეტალებშია“ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვსა და კიევს სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის ერთიანი ტექსტის შემუშავების კუთხით „რთული კონტაქტები ელოდებათ“.

როგორც პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ეშმაკი დეტალებშია“.

„პროექტები ფორმულირდება როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარის მიერ. მოხდება ამ დოკუმენტების პროექტების გაცვლა, შემდეგ კი იქნება რთული კონტაქტები ერთიანი ტექსტის შესამუშავებლად. ვადები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ცხადია, ყველას სურს ამის რაც შეიძლება სწრაფად გაკეთება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია“, – აცხადებს პესკოვი.

მსგავსი თემები