ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გაამკაცრებს, რადგან „სანქციებმა, შესაძლოა, სიტუაცია გააუარესოს“.
ტრამპის თქმით, სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.
„იმიტომ, რომ ვფიქრობ, არსებობს შანსი, რაღაც გაკეთდეს და თუ ამას გააკეთებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით გავაუარესოთ. თუმცა, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ეს მოხდება“, – აცხადებს ტრამპი.