„მელანიას და მე ძალიან გვაწუხებს“ – ტრამპი ბაიდენზე  

ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ძალიან შეწუხებულია.

„მელანიას და მე, ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია. ჯოსა და მის ოჯახს თბილ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ, ჯოს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის ბაიდენს  კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინდა.

მსგავსი თემები