აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი რამდენიმე დღის უკან დაუსვეს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცნობილია ის, რომ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა აღმოაჩნდა. დიაგნოზი ოპერაციას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ექიმთა ჯგუფი და ოჯახი მკურნალობის მეთოდებზე მსჯელობს.
82 წლის ბაიდენს კიბოს აგრესიული ფორმა 16 მაისს დადასტურდა. დიაგნოზის მიხედვით, მას აღმოაჩნდა პროსტატის კვანძი, რასაც წინ უძღოდა შარდვის გაძნელება. სიმსივნე მეხუთე ხარისხის ჯგუფს მიეკუთვნება. მეტასტაზი წასულია ძვლებში.
დიაგნოზის სიმძიმის მიუხედავად, კიბო ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა და როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მართვა შესაძლებელია. სამედიცინო ჯგუფი ქირურგიული ჩარევას გამორიცხავს და მხოლოდ ჰორმონალურ მკურნალობას განიხილავს.