“ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს”- ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს.

„ევროპა და ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულები არიან: ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის გზაზე უკრაინას მხარს მტკიცედ დავუჭერთ. ევროპა სანქციების მეშვეობით მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპთან მისი პუტინთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით“, – წერს ფრიდრიხ მერცი.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მსგავსი თემები