ორთვიანი ბლოკადის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა შევიდა. ხუთი სატვირთო მანქანები, რომელშიც ბავშვთა საკვები იყო, დღეს ღაზის სექტორში ქერემ-შალომის გამშვები პუნქტის გავლით შევიდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მცხოვრები 2.1 მილიონი პალესტინელისთვის „მინიმალური რაოდენობის“ საკვების შეშვების გადაწყვეტილება აშშ-ის სენატში მოკავშირეების ზეწოლის შედეგად მიიღო.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ შიმშილობის სიტუაციის შექმნა, როგორც პრაქტიკული, ისე დიპლომატიური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.