ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

მსგავსი თემები