აშშ-ის რეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბრის დასრულების შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
ვლადიმერ პუტინი განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.
პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.