საოკუპაციო ხაზს მიღმა, შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს – ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

დღეს დილიდან რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი ისევ განაახლეს.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი სახლი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა, თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.

აღნიშნულ ოჯახებს რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლებში შესვლისა და ნივთების წამოღების შესაძლებლობა მისცეს.

მიმდინარე პროცესებს ქართველ სამართალდამცავებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

მსგავსი თემები