“ბიზნესმენი ვაკეში 14 გასროლით, შეკვეთით მოკლეს” – ტარიელ კაკაბაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე
თბილისში, ქალაქის ცენტრში ორი თვის წინ მოკლული ლევან ჯანგველაძის ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვების აქვს. ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ უფლებადამცველმა ტარიელ კაკაბაძემ განცხადება გააკეთა. როგორც კაკაბაძე ამბობს, ოჯახს აინტერესებს თუ ვინ შეუკვეთა ჯანგველაძის მკვლელობა და ვინ ეხმარებოდა მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი უძილაურს.
„მოგეხსენებათ, რომ პირი რომელმაც 14 ჯერ ესროლა ლევან ჯანგველაძეს არის დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით არ გვაქვს. 100% დგინდება დანაშაულის ჩამდენის ვინაობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ვინ შეუკვეთა მკვლელობა და არის თუ არა შეკვეთილი? ასევე ვინ არიან ის პირები ვინც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში და ეხმარებოდნენ პასუხისგებაში მიცემულ პიროვნებას, გელა უძილაურს ამ დანაშაულის ჩადენაში. ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი“- ამბობს კაკაბაძე.
მოკლულის ოჯახის ადვოკატი რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს, სადაც, მისი მტკიცებით ჩანს რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა და მას ეხმარებოდნენ.
ლევან ჯანგველაძე 2025 14 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს.