ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალშია

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკა ბასილაშვილს ერთი მოგებაღა აშორებს ბორდოს ჩელენჯერის მოგებამდე. მან დამაჯერებლად ჩაატარა ნახევარფინალური შეხვედრა ნიდერლანდელ ტალონ გრიეკსპოორთან, 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალი 18 მაისს გაიმართება, ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი მპეტში პერიკარი იქნება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი თემები