“ახლაა ამ ომის დასრულების დრო“- რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-ი მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს. შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და ჩვენ მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას. ახლაა ამ ომის დასრულების დრო“, –წერს მარკო რუბიო.

 

 

მსგავსი თემები