თურქეთმა შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა

თურქეთმა შავ ზღვაში 75 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ, პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ამ აღმოჩენით, ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის საცხოვრებელი სახლების ბუნებრივი აირის მოთხოვნილებას სამ წელიწადნახევის  განმავლობაში“ – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბადო „გოკთეპე-3“-ის ჭაბურღილში, 3 500 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და მისი ეკონომიკური ღირებულება 30 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

მსგავსი თემები