პოლონეთში საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

ვარშავის პოლიცია იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვაში საქართველოს მოქალქეებს ადანაშაულებს. სამართალდამცავებმა ვარშავიდან აღმოსავლეთით 21 კილომეტრში მდებარე სოფელ ნოვი კონიკში ჩატარებული რეიდის დროს მათ ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მოპარული საქონელი და ყალბი დოკუმენტები ამოიღეს. საერთო ჯამში დაკავებულია შვიდი ადამიანი.

„დაკავებულები არ არიან ბანდიტები. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ქურდები ან ყაჩაღები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაფიის იერარქიაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები