რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრაზე ყველა კონსტრუქციული წინადადება წამოაყენეს. მარია ზახაროვა 16 მაისს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ამ ყველაფერს აზრი ჰქონდა, რადგან 1000 უკრაინის მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება“.
„ეს „ათასი ათასზე“ გაცვლა რუსეთის მიერ იყო შეთავაზებული და სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილი დელეგაციის მიერ განხორციელდა, რომელსაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ზელენსკი დასცინოდა“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ტყვეების „ათასი ათასზე“ ფორმულით გაცვლის წინადადება ლოგიკურია.