ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დოჰაში მიმდინარეობს. “ჰამასისი“ წარმომადგენელმა თაჰერ ალ-ნონომ განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს ყველა საჭირო ძალისხმევა“ შუამავლების დასახმარებლად, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს და აღნიშნა, რომ „მაგიდაზე არ დევს კონკრეტული შეთავაზება“.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 5 მაისს განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ გაფართოებულ, ინტენსიურ შეტევას გეგმავს.