ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სიცრუეში დასდო ბრალი. მისი განცახდებით, ტრამპი იტყუება, როდესაც მშვიდობაზე საუბრობს.
„პირიქით, შეერთებული შტატები იყენებს თავის ძალაუფლებას 10-ტონიანი ბომბების ისრაელის რეჟიმისთვის გადასაცემად, რათა ღაზაში მცხოვრები ბავშვების თავებზე ჩამოყარონ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.
ალი ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები „პასუხის ღირსი არ არის“.
„უდავოდ, კორუფციის, ომისა და კონფლიქტის წყარო ამ რეგიონში არის სიონისტური რეჟიმი – საშიში, მომაკვდინებელი სიმსივნე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, და აღმოიფხვრება“ – განაცხადა ალი ხამენეიმ.